ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო

by magda

09.09.2025წ.

სტუდენტთა საყურადღებოდ!
2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო.
2024-2025 სასწავლო წლის სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება 2025 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე oni.gov.ge. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს – მანანა ჩაგელიშვილს, ტელეფონზე 555 359 229.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content