ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

by magda

08.09.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი სოფელ გომში გზის 500 მ სიგრძის მონაკვეთზე მიწის ვაკისის მოსწორება – დაპროფილებას, ბეტონის საფარის და ფოლადის ბაგირებით ზღუდარის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოების ღირებულება 198 888 ლარს შეადგენს და ის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2025 წლის ოქტომბერში იგეგმება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content