ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი კომანდლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

by magda

03.09.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი კომანდლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი სოფელ ქორთიდან ბოყვამდე გზის 3 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, ხიდბოგირებისა და გადასასვლელების, ხიდის და ლითონის მოაჯირების მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოების ღირებულება 1 693 735 ლარს შეადგენს და ის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2026 წლის თებერვალში იგეგმება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content