0
07.08.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ღარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი სოფელ ღარში შიდა საუბნო გზის 250 მ სიგრძის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს .
სამუშაოების ღირებულება 140303 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2025 წლის სექტემბერში იგეგმება.