ონის მუნიციპალიტეტის მერიაში 2026-2029 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

06.08.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში 2026-2029 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, ასევე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო ჯგუფმა განიხილა ონის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხები, რომელიც მომზადდების და დამუშავების შემდგომ წარედგინება საკრებულოს.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით მუნიციპალიტეტი საშუალოვადიან პერიოდში შეძლებს მობილიზებული სახსრების ეფექტურად განკარგვას და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content