ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო

02.08.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
ქარმა და უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
შესაბამისი სამსახურები დაზიანებულ უბნებზე აღდგენით სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ, რათა ელექრეომომარაგება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში აღდგეს.
პრობლემურ უბნებზე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გეოლოგები, რომლებიც პროცესების 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, ზარალის აღწერა დაწყებულია, რის შემდეგაც მერია შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა