ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე პაატა მაისურაძემ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

by magda

23.07.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე პაატა მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
სტიქიამ სოფელ უწერაში ორი სახიდე გადასასვლელი, სოფელ ღებში “ჭაალეების უბანში” მდინარე რიონზე დამცავი გაბიონი და სოფელ შქმერში და ხირხონისში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content