ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, მინი ფეხბურთში გიორგი კირვალიძის სახელობის ტურნირის ფინალს დაესწრო

by magda

212.07.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, მინი ფეხბურთში გიორგი კირვალიძის სახელობის ტურნირის ფინალს დაესწრო.
ჩემპიონატის გამარჯვებული „მოედნის“ გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში „ღარის“ გუნდი დაამარცხა. ტურნირში, რომელიც ბეერ-შევას სახელობის პარკში, მასტერ ლიგის ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე გაიმართა, 7 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონატზე ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები.
ტურნირი ონის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ტარდება და ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი კირვალიძის ხსოვნას ეძღვნება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content