0
14.07.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი სოფელ ჯინჭვისში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი განხორციელების აქტიურ ფაზაშია და გულისხმობს გრუნტის დამუშავებას და ფერდდამცავი საყრდენი კედლის მოწყობას მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენით.
სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 077 977 ლარს შეადგენს.