ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

09.07.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი. კერძოდ, იმსჯელეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებაზე, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას გულისხმობს.
მერმა სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. იმსჯელეს მუნიციპალიტეტში 2025 წელს განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებზე, ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content