0
25.06.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ ლერი მღებრიშვილთან ერთად, სოფელ ბარში შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი სოფლამდე მისასვლელი შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობასა და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 600 000 ლარს შეადგენს