0
19.06.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პროექტის – „ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვა.
მერმა კონკურსის გამარჯვებულებს – სალომე ჩიკვილაძეს, ლუკა ლობჯანიძეს, ირინკა მაისურაძეს და სერგი ლობჯანიძეს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კონკურსის მონაწილეებმა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის შესახებ 4 ფოტო და ვიდეომასალა წარმოადგინეს.
კონკურსში 14-18 წლამდე და 19-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სწავლობენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ან დამთავრებული აქვთ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის X, XI, XII კლასები.
გამარჯვებული ნამუშევრები მერიის საკონკურსო კომისიის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოვლინდა.