1
05.06.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, ა(ა)იპ ორგანიზაციის და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ების წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის საკითხზე, სამუშაოების ხარისხიანად, დაგეგმილ ვადებში შესრულების აუცილებლობაზე. სერგი ხიდეშელმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მნიშვნელობას.
საუბრისას ასევე განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და მათი უმოკლეს დროში გადაჭრის გზები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.