ონის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ფარახეთში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

by magda

30.05.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან ერთად სოფელ ფარახეთში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი სოფელ ფარახეთის საავტომობილო გზის 5500 მ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს .
სამუშაოების ღირებულება 2 272 923 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივლისში იგეგმება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content