ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი სახელაშვილის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

by magda

17.05.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან ერთად ონში, სახელაშვილის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ქუჩის და საფეხმავლო ზოლის მოასფალტებას, გიგა სახელაშვილის მემორიალის მოპირკეთებას, ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას, საბავშვო ატრაქციონების მონტაჟს, დეკორატიული ღობეების მოწყობას, ასევე, განათებების მონტაჟს და ტერიტორიის გამწვანებას.
სამუშაოების ღირებულება 335 223 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2025 წლის აგვისტოში იგეგმება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content