ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა

by magda

14.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში 2025 წელს განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დროულად მოგვარების გზებზე.
მერმა პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მოსახლეობის საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისა და მაქსიმალური კოორდინაციისკენ მოუწოდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content