1
25.04.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი მოადგილეებთან ერთად, მშენებელი კომპანიების იმ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
ხელმძღვანელმა პირებმა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრულ დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება მოთხოვეს.
მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე, იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე და სხვა საყურადღებო თემებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები.