ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოსთან წლის პირველი სხდომა გამართა

28.03.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოსთან წლის პირველი სხდომა გამართა.
სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის მიწოდებასთან დაკავშირებით, მათ შორის შშმ ბავშვებისათვის, 2024-2025 სასწავლო წელს, ადრეული განვითარებისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდების მდგომარეობის შესახებ, საბავშვო ბაგა-ბაღს მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მოსმენა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 18 წლამდე ბავშვთა საჭიროებების შესწავლის გზით, მათთვის გადაუდებელი საჭიროებების თაობაზე, ბავშის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელის ანგარიში.
მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავების პროცესში ჩართულობის პრაქტიკის შესახებ.
შეზღუდული შესაძლებლოებების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომამ, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, მიიღო შესაბამისი დადგენილებები, რომლის შესრულებაზეც დაწესდება მონიტორინგი.
ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები, რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

Related posts

სტუდენტთა საყურადღებოდ

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში თორნიკე სამხარაძეს და მესამე პრიზიორ ლუკა გუგეშაშვილს შეხვდა

4 თებერვალს, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ ატარებს უფასო კონსულტაციას.