ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან – დიმიტრი საყვარელიძესთან , სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

შ.პ.ს “კ და გ” , შ.პ.ს “იერი”, შპს „ დიოკნისი“, შ.პ.ს “ურიში” , შპს „პირამიდა“კომპანიის წარმომადგენლობასთან

მიმდინარე წლის 5 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან – დიმიტრი საყვარელიძესთან , სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შ.პ.ს “კ და გ” , შ.პ.ს “იერი”, შპს „ დიოკნისი“, შ.პ.ს “ურიში” , შპს „პირამიდა“კომპანიის წარმომადგენლობასთან.
️შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის საკითხი, (პირველი ეტაპი) , სოფლებში (ხირხონისი, ლაგვანთა, ღარი, ნიგვზნარა) ახალი ამბულატორიების მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქ ონში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა, სოფლებში ღარსა და სორში მდინარე რიონზე ნაპირსამაგრის მოწყობის და სოფლებში (ცხმორი, ღუნდა, ჟაშქვა, პიპილეთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საკითხები.
საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდა შ.პ.ს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინის” წარმომადგენელი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content