ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან

22.01.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან.
მერმა სამსახურის ხელმძღვანელებს ახლადდაფუძნებული ააიპ ონის საჭიდაო სკოლის ხელმძღვანელი ვანო მაისურაძე წარუდგინა და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.
სამუშაო შეხვედრაზე, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე, სამომავლო პროექტებზე და გეგმებზე იმსჯელეს.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგებლებთან ერთად, განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარდამავალი და დაგეგმილი პროექტების შესაბამის ვადებში დასრულების საკითხი, პრობლემური საკითხები და მათი დროულად მოგვარების გზები.
ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა თითოეულ სამსახურს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები განუსაზღვრა.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა