ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

16.10.2024წ.

16 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- ლევან შერაზადიშვილი.
სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
“ონის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის” დადგენილების შესაბამისად, შშმ პირთა უზრუნველყოფა მედიკამენტებით, ჰემოდიალიზის კომპონენტით და სოციალური დახმარების გაცემით 2024 წლის განვლილ პერიოდში.
“ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილების შესასრულებლად გაწეული მუშაობის თაობაზე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსის ანგარიშის მოსმენა.
ინდივიდის საჭიროებების შეფასებაზე დაფუძნებული სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო სერვისების და პროგრამების მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე შეთავაზებისა და განხორციელების შესახებ. საქართველოს პარლამენტის დადგენილების “ ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ” შესაბამისად.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება, იმისათვის, რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

Related posts

მიმდინარე წლის 16 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.

მიმდინარე წლის 16 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა.

10 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სონია გუგეშაშვილი შეხვდა ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს.