ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

მერმა სამსახურის უფროსებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახე

1 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
მერმა სამსახურის უფროსებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გამახვილდა,მერის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლს რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს საბიუჯეტო სახსრების ათვისება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
თათბირს ესწრებოდა შპს ” მოედანი 2009″ დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე და შპს “კომუნალური სამსახურის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content