ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს აგრძელებს

17.04.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს აგრძელებს.
ლაგვანთა-საკაო-მაჟიეთი-ხიდეშლების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საავტომობილო გზის საფუძვლის მომზადება და საგზაო სამოსის მოწყობა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია მეტრეველი, სოფ. საკაოში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს შპს “დაგი +”. პროექტის ღირებულება შეადგენს 4 600 000 ლარს, რაც დაფინანსებულია 95% რეგიონალური განვითარების ფონდიდან და 5% – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება 2026 წლის თებერვლის თვეში იგეგმება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა