შ.პ.ს “პირამიდა” , შ.პ.ს “იერი”, შ.პ.ს “ურიში” კომპანიის წარმომადგენლობასთან
მიმდინარე წლის 28 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან – დიმიტრი საყვარელიძესთან , სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შ.პ.ს “პირამიდა” , შ.პ.ს “იერი”, შ.პ.ს “ურიში” კომპანიის წარმომადგენლობასთან.
️შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) ,სოფელ ღარში მდ.ღარულაზე ნაპირსამაგრის მოწყობის და სოფლებში (ხირხონისი, ლაგვანთაი, ღარი,ნიგვზნარა) ახალი ამბულატორიების მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობა.საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდა შ.პ.ს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინის” წარმომადგენელი.