ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფ. ჟაშქვის მოსახლეობას შეხვდა და მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ადგილობრივი პრიორიტეტების, სამთავრობო პროგრამებისა და გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

by magda

31.10.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფ. ჟაშქვის მოსახლეობას შეხვდა და მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ადგილობრივი პრიორიტეტების, სამთავრობო პროგრამებისა და გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ლევან შერაზადიშვილმა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მოსახლეობის მხრიდან საკითხი შეეხო სოფ. ჟაშქვაში არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებს, რომლის მოგვარებაც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე ზრუნვა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content