ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამონადირეო ლიცენზიისა და დაცული ტერიტორიების საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

by magda

25.10.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამონადირეო ლიცენზიისა და დაცული ტერიტორიების საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იყო შესაძლებელი.
შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით შედგა, რომელსაც სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. საკითხებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიეღოთ შესაბამისი უწყებებისაგან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო, რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად, განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, რამაც, შესაძლოა, სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა გამოიწვიოს.
სამინისტრო რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, სადაც მართვა სრულად ექნება ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან ერთად, რაზედაც დაწყებულია აქტიური მუშაობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან.კონკრეტული სტატუსი განისაზღვრება სპეციალისტების შეფასებისა და ადგილობრივი თემების და თვითმმართველობის ჩართულობით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.
შეხვედრაზე, აგრეთვე ისაუბრეს იმ სიკეთეებზეც რაც შესაძლოა დაცული ტერიტორიების დაარსებამ გამოიწვიოს რეგიონში.
• რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს – ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, როგორიცაა გიდი, გამყოლი, ტრანსპორტი, კვების ობიექტები, სასტუმრო, ღამის გასათევი და სხვა, რაც დამატებით შემოსავლის წყაროს გააჩენს;
• ხელი შეეწყობა ტრადიციული საქმიანობის მხარდაჭერასა და განვითარებას;
• განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content