12
24.10.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად თათბირი გამართა, რომელსაც თითოეული სამსახურის და განყოფილების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, სფეროების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და შეხვედრაზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრაზე, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.