ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ,სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

by magda

მერი გაესაუბრა ზ.ქაფიანიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას

მიმდინარე წლის 25 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ,სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა:
ქ.ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები.
დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ი.სხირტლაძის ქუჩაზე არსებული ღობეების დემონტაჟი და საფუძვლის დამუშავება რკინა ბეტონის მოსაწყობად.
შემსრულებელი: შ.პ.ს “იერი”.
ღირებულება: 1440000 ლარი.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მინერალური წყლის კეთილმოწყობის სამუშაოები.
დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები დეკორატიული ღობის მოსაწყობად.
შემსრულებელი: შ.პ.ს “ჯე-ტა”.
ღირებულება: 18172 ლარი.
ქ. ონში ზ. ქაფიანიძის II ჩიხის დაზიანებული ღელის კალაპოტის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დღეის მდგომარეობით გზის 100 მ მონაკვეთის დამუშავება, ბეტონის ბილიკის მოწყობის და ფერდობზე ქვის დამჭერი მავთულ ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს .
შემსრულებელი: შ.პ.ს “ჯე-ტა”
ღირებულება: 8757.96 ლარი.
მერი გაესაუბრა ზ.ქაფიანიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ქალაქის ტერიტორიაზე პრობლემურ ადგილებში, რკინა – ბეტონის დამცავი კედლების მოწყობა,ასევე სანიაღვრე არხების ქსელის სრული რეაბილიტაცია და ახალი არხების მოწყობის სამუშაოები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content