12
19.05.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მეწარმეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი მშენებელი კომპანიების იმ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს 2023 წლის მიმდინარე პროექტები.
ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე, აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე.