ონის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას ხვდება

by magda

04.05.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას ხვდება.
სოფელ ჭიორის მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოფლის შიდა საუბნო გზების მოსაწესრიგებლად გაწეული დროული დახმარებისთვის.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისი პროცესის ეფექტურად მართვას.
მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია, მოქალაქეებს საშუალებას აძლევს პირადად შეხვდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებზე ისაუბრონ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, რათა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაყენებული საკითხები დადებითად გადაწყდეს.
გაცნობებთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

მსგავსი ინფორმაცია

Leave a Comment

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content