ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

18.10.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა, როგორც ქ.ონში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებზე და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე. ასევე სამომავლო განსახორციელებელ გეგმებზე, მათ შორის, ქ.ონში ახალი ბაზრის კეთილმოწყობის პროექტირებაზე.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია, რაც ხელს შეუწყობს თითოეული მოქალაქის საჭიროებებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content