შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, შეხვედრაზე განხილული იქნა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
ხელმძღვანელმა პირებმა წარმომადგენლებს დაავალეს, თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციების წარმოდგენა. ამასთან, მოითხოვეს, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას. ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე