9
დღეს, 28 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე თითოეულმა წარმომადგენელმა ისაუბრა სოფელებში არსებულ მდგომარეობაზე, განიხილეს პრობლემური საკითხები, რომელიც დროულად რეაგირებას საჭიროებს.
შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია მიწის გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ, რომელიც საკუთრების უფლების უსასყიდლო რეგისტრაციას ითვალისწინებს და რომლის ვადამ 2019 წლის 1 იანვრამდე გადაიწია.