7
შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო პროცესის მიმდინარეობა მერიაში
მიმდინარე წლის 17 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა მორიგი ყოველკვირეული შეხვედრა გამართა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო პროცესის მიმდინარეობა მერიაში.
თითოეული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა წარადგინა ყოველკვირეული ანგარიში და ინფორმაცია სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე განიხილეს მუშაობის პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და სამომავლო გეგმები.
მერმა ხაზი გაუსვა თითოეული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური და ოპერატიული მუშაობის აუცილებლობას.
ემზარ საბანაძის თქმით, თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია მერიაში მოქნილი და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე.