ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მერის წარმომადგენლებთან

11.04.2022წ.

11 მაისს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მერის წარმომადგენლებთან.
მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სამუშაოების შესახებ. წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრას, სოფლის განვითარების სააგენტოს ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მერის წარმომადგენლებს გააცნეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილ ელიტარული კარტოფილის ჯიშის (მესხური წითელი და ცქრიალა) ჩითილების ონის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემას გულისხმობს, ელიტარული ჯიშის სათესლე მასალა მეკარტოფილე ფერმერებზე განაწილდება.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა