ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ასევე სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების მართვის სამსახურის უფროს – ლევან ცხვედიანთან ერთად, მეწარმეებს შეხვდა

by magda

30.04.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ასევე სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების მართვის სამსახურის უფროს – ლევან ცხვედიანთან ერთად, მეწარმეებს შეხვდა.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა, თითოეული მეწარმისგან, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარდამავალი და დაგეგმილი პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მეწარმეებს შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალეს. განიხილეს პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, შპს “ჯეო ექსპერტი“-ს წარმომადგენელი, სამუშაოს ტექნიკური ზედამხედველი – ალექსანდრე ხიდეშელი და შპს “მშენებლობა, ექსპერტიზა, დიზაინი“-ს წარმომადგენელი, სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი – ევგენი კერვალიშვილი

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content