ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, ქალაქ ონში კახაბერის ქუჩაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა

by magda

28.04.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, ქალაქ ონში კახაბერის ქუჩაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა.
2022 წელს ქალაქ ონის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა – რეაბილიტაციის სამუშაოების მე-4 ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება კახაბერის ქუჩას, კეთდება: ღობეები, საფეხმავლო ბილიკები, ლამპიონები, ასევე დამონტაჟდება დეკორატიული განათება, მოეწყობა გამწვანების ზოლი, პროექტი პარალელური ქუჩების მიერთებებსაც მოიცავს.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს ,,იერი“ ასრულებს.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 844 209 ლარს შეადგენს

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content