ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა

by magda

10.03.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი .
სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
2. შშმ პირთა სოციალური დაცვა და სოციალური დაცვის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შშმ პირთა აღრიცხვის მდგომარეობა.
3. პერსონალური ასისტენტის სერვისით სარგებლობის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტრატეგიების დამტკიცების შესახებ“ პროექტის გაცნობა
4. შშმ პირთა უზრუნველყოფა მედიკამენტებით, ჰემოდიალიზის კომპონენტით, სამედიცინო ინვენტარით.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, მიმდინარე წელს იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები , რათა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა უკეთესად შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content