ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

by magda

23.02.2022წ.

23 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
თათბირს ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, მოადგილეები ალავერდი ხვედელიანი, შუქურა ჯაფარიძე და გიორგი მარკოიშვილი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის საკითხებს , პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 5 მარტიდან იწყება. საერთო კრებების სხდომებზე საპროექტო წინადადებების შერჩევისას მნიშვნელობა ენიჭება აუცილებელი პრიორიტეტების განსაზღვრას, რადგან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა” შესაბამისად .
ლევან შერაზადიშვილმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული , მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, მერის წარმომადგენლებმა სისტემატურად უნდა იქონიონ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მერის წარმომადგენლების და დეპუტატების ჩართულობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე მოვლენების და სიახლის შესახებ, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content