ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გძელიშვილი ქ.ონში სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების მაცხოვრებლებს შეხვდნენ

17.02.2022წ.

17 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გძელიშვილი ქ.ონში სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს გააცნეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში და კონკრეტულად სააკაძის ქუჩაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, 2022 წელს სააკაძის ქუჩაზე იგეგმება დასასვენებელი სივრცეებისა და სპორტული მოედნის მშენებლობა, რისთვისაც გამოყოფილია დაახლოებით 300 000 ლარი.
“ჩვენთვის პრიორიტეტულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინება, მათი მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია” – აღნიშნა სერგი ხიდეშელმა

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა