ონის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგის ჯგუფმა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა ონის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები

15.02.2022წ.

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგის ჯგუფმა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა ონის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში ბაღის შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, შეიცვალა სასმელი წყლისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და მოწესრიგდა შიდა და გარე ფასადი. ბაგა-ბაღის ეზოში ასევე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე.
ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებდა ამხანაგობა “დელტამშენი”. ხელშეკრულების ღირებულებამ 699 900 ლარი შეადგინა (95% – სახელმწიფო და 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან).
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა რიგი დარღვევები, მეწარმეს მიეცა გონივრული ვადა (არა უმეტეს 10 დღისა) ხარვეზების გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით დადგენილი მკაცრი პროცედურები.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა