ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

by magda

02.02.2022წ.

2 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარებისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება სოფლებამდე და სოფლის შიდა გზების წმენდის მიმდინარეობას დაეთმო. ასევე განხილული იქნა ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა სოფელში, გამართავენ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ადგილზე გაეცნობიან სოფლის პრობლემებს და იზრუნებენ მათ დროულად მოგვარებაზე.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content