18
13. 12.2021წ.
13 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშლმა, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.
სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ და განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები, მერმა მოისმინა ინფორმაცია ქალაქში საახალწლო სამზადისთან და ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით.
სერგო ხიდეშელმა ყურადღება გაამახვილა ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, მისი დავალებით აღნიშნული პროექტები შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურ კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი.
მერის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადრებით და პასუხისმგებლობით უნდა გადაიხედოს თითოეული საკითხი, რომელიც წლის ბოლომდე შესაბამის რეაგირებას მოითხოვს, რომ შედეგიანად ჩატარებული მიმდინარე სამუშაო წელი, წარმატებულად დასრულდეს