ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

05.11.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
5 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „ჯეი ემ კომპანი“, შპს “იერი’, შპს „დაგი +“, შპს „გაზმშენი XXI”, შპს “რაჭა 2005“, შპს „ მნათობი 2019“, შპს „ევრო ტექნიკსი“ და შპს „ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში გზების და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი, ასევე ისაუბრეს ქ. ონში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა თემებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა