საქმის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან და ტექნიკურ ზედამხედველთან
მიმდინარე წლის 10 მაისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან-დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სევაში, გლოლაში, საკაოში , ლაგვანთასა და ბორცოში „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის „ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა საქმის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან და ტექნიკურ ზედამხედველთან .
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა, მშენებლობის ხარისხი და მიწოდების ვადები.
სოფელი სევა-მიმდინარეობს წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები ,დღეის მდგომარეობით დამუშავებულია გრუნტი წყალსადენის მილების მოსაწყობად.
შემსრულებელი: ი/მ ონისე ხიდეშელი.
მიწოდების ვადა : 01.08.2019
სოფელი გლოლა- მიმდინარეობს წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები,დღეის მდგომარეობით მოწყობილია რკინა ბეტონის 8 მ3 მოცულობის სამარაგო რეზერვუარი.
შემსრულებელი :ი/მ დათიკო მაღალდაძე.
მიწოდების ვადა: 10.06.2019
სოფელი საკაო-მიმდინარეობს თავშეყრის ადგილის მოწყობა,დღეის მდგომარეობით მოწყობილია საყრდენი ბოძები.
შემსრულებელი :ი/მ სოლომონ ჩარკვიანი.
მიწოდების ვადა :12.06.2019
სოფელი ლაგვანთა-მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის მოწყობა,დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს კედლების ლესვის სამუშაოები.
შემსრულებელი : ი/მ სოლომონ ჩარკვიანი.
მიწოდების ვადა :12.06.2019
სოფელი ბორცო-მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები,დღეის მდგომარეობით სამუშაოები დასრულების პროცესშია.
შემსრულებელი: შპს „ხვიჩა“
მიწოდების ვადა :12.07,2019
დღეის მდგომარეობით სამუშაოები მიმდინარეობს შეუფერხებლად, გრაფიკთან ჩამორჩენის გარეშე. შენიშვნები არ გამოკვეთილა.