ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა

23.10.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
2. შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე შშმ პირთა 2021 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ჩიკვაიძის განცხადებით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მომავალ წელს დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები , რომ ონის მუნიციპალიტეტში მმცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა