ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან

by magda

21.10.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
21 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მერის რანგში ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან
შეხვედრის დასაწყისში მერმა ისაუბრა დანიის სამეფოში შემდგარი საქმიანი ვიზიტის შესახებ, შთაბეჭდილებებზე, სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამსახურებში სამუშაო პროცესის დროს გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, მიმდინარე პროექტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
შეხვედრის დასასრულს დავით ჩიკვაიძემ მადლობა გადაუხადა ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თანამშრომლობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content