ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20.10.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
20 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სერგო ხიდეშელმა, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ ონის სერვის ჯგუფის“ წარმომადგენელი არჩილ მეტრეველი.
სერგო ხიდეშლმა წარმომადგენლებს ახალი თანამშრომელი შქმერის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ზურაბ ჯოხაძე წარუდგინა.
წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების საკითხს დაეთმო.
ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში გაზრდილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მერის პირველმა მოადგილემ მოუწოდა წარმომადგენლებს ხელი შეუწყონ ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეების ვაქცინააციის დროულად ჩატარების პროცესს, რომ გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე სხვათა ჯანმრთელობას. ასევე განიხილულ იქნა, სოფლებში ტრანსპორტირების, სასმელი წყლის სისტემის, საგზაო ინფრასტრუქტურის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები.
სერგო ხიდეშელის განცხადებით, პრობლემური საკითხის მოგვარების პროცესში უშუალოდ ჩაერთვება, რათა მერიის მხრიდან დროულად იქნას მიღებული საჭირო ზომები.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა