ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სერგო ხიდეშელმა და ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი მეტრეველმა, ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელს – (გაბაი) შოთა ჩაჩაშვილს უმასპინძლეს

19.10.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სერგო ხიდეშელმა და ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი მეტრეველმა, ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელს – (გაბაი) შოთა ჩაჩაშვილს უმასპინძლეს.
19 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელი, (გაბაი) შოთა ჩაჩაშვილი, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა რომ უახლოეს მომავალში ქართველ ებრაელთა ინიციატივით ონში იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებება, რაც ონის სინაგოგას და ებრაელთა სასაფლაოს ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას უკავშირდება.
სერგო ხიდეშელი ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელს დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში საჭირო დახმარებას დაპირდა.
შოთა ჩაჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს თბილი დახვედრისთვის.
შეხვედრის დასასრულს ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი მეტრეველმა განაცხადა, რომ ქართველ და ებრაელ ხალხთა მეგობრობამ საუკუნეებს გაუძლო და ასევე გაგრძელდება მომავალშიც

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა