ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

11.08.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
11 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან , ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაკონტრაქტების და პრიორიტეტებიდან გამომდინარე სამუშაოების დროულად დაწყების საკითხზე.
მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content